English / ქართული / русский /
თინა ჩხეიძექეთევან ქველაძე
ეკოლოგიური კატასტროფებისპ რევენციისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია კაცობრიობის განვითარების მეტად საყურადღებო თანამედროვე ტენდენცია, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმართვა ეკოლოგიიზაციის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დღეისათვის მთელს მსოფლიოში მეტად აქტუალურ საკითხად იქცა და რომლის უგულვებელყოფაც საბოლოოდ ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე გვაყენებს.

სტატიაში ასევე გაანალიზებულია ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევი მიზეზები, დახასიათებულია ეკოლოგიისა და ეკონომიკის ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები და ამოცანები. ნაჩვენებია ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევი ანთროპოგენული ფაქტორები (ადამიანის ეკონომიკური სამეურნეო საქმიანობა), ასევე მოცემულია რეკომენდაციები ეკოლოგიური კატასტროფების.

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, კატასტროფა, ეკონომიკური განვითარება, ეკოლოგიური კრიზისი, გლობალური დათბობა, რესურსი.

ეკოლოგიურ სამყაროზე ანთროპოგენულმა უარყოფითმა ზეწოლამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა და გაახშირა დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფები. კაცობრიობა ისეთი გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა, როგორიცაა ოზონის შრის შემცირება, კლიმატის დათბობა, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, შიმშილი, ავადმყოფობა, სიკვდილიანობის მატება და სხვა.

ნებისმიერი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას საფუძვლად უდევს იმ ბუნებრივ-რესურსული (მიწა, წყალი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული, მცენარეული და ცხოველური სამყარო და სხვა) პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენება, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

ეკონომიკური განვითარება, ნაკარნახები პლანეტის მოსახლეობის ზრდით, ემყარება რესურსტევადი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც უმოწყალო ექსპლუატაციით აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ბიოსფეროს.

ეკონომიკური ზრდა უშუალოდ არის დაკავშირებული პლანეტის ბუნებრივი რესურსების მზარდი სიჩქარით განადგურებასთან, რისი შედეგიც აღინიშნა აღდგენადი და არააღდგენადი ბუნებრივი რესურსების მარაგის შემცირებით და გარემოს მდგომარეობის გაუარესებით.

ეკოლოგიის ზეგავლენა ეკონომიკაზე განპირობებულია ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებით, რომლებიც გამოიწვია ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რაც ურთიერთგანპირობებული ეკოლოგიური და ეკონომიკური კრიზისების ერთ-ერთი წყარო და მიზეზი გახდა.

ეკონომიკა და ეკოლოგია ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეცნიერებაა, რომელებიც შეისწავლიან ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვა მხარეს, რაზეც მეტყველებს მათი დასახელებაც. ტერმინებს - ეკონომიკა და ეკოლოგია - ერთი და იგივე ფუძე - `ოიკოს~ - აქვს, რომელიც ეტიმოლოგიურად ბერძნული წარმოშობისაა და `სახლს~, `საცხოვრებელ ადგილს~ ნიშნავს.

ეკოლოგია ბიოლოგიის ის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ეკოსისტემებს, ცოცხალი ორგანიზმების (მათ შორის ადამიანის) სასიცოცხლო გარემოს და ურთიერთკავშირს. ეკოლოგიის მიზანია ეკოსისტემების შესწავლა და შენახვა-შენარჩუნება.

ეკონომიკა არის სახალხო მეურნეობის გონივრული მართვის მეცნიერება. იკვლევს ადამიანის საცხოვრებელ პირობებს, საქმიანობას, ბუნებათსაგებლობის კანონზომიერებებს. მისი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა-განვითარება დიდი მოგებითა და მინიმალური დანახარჯებით.

ამრიგად ვლინდება, რომ ეკონომიკას და ეკოლოგიას ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები გააჩნია. კაცობრიობის ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური დონე იმის მიხედვით უმჯობესდება, თუ რა ტემპით, რა რაოდენობით ხდება ბუნებრივი რესუსების გამოყენება და პროდუქციის წარმოება.

სამწუხაროდ, დღეს თანამედროვე ეკონომიკის განვითარება შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ბუნებათდამანგრეველი ტექნოგენური ტიპის განვითარება, რომელიც ბუნებრივ რესურსებს იყენებს ეკოლოგიური შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე, რაც იწვევს არააღდგენადი ბუნებრივი რესურსების (პირველ რიგში სასარგებლო წიაღისეულს) და აღდგენადი რესურსების (მიწა, წყალი, ტყე და ა.შ.) ზეექსპლუატაციას, ბუნებრივი რესურსების აღწარმოებასა და  აღდგენას სწრაფად.

წინააღმდეგობა საზოგადოებასა და ბუნებას შორის ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დაიწყო, როდესაც ადამიანი არ დააკმაყოფილა ბუნების მიერ ბოძებულმა ნობათმა (საკვებმა და ა.შ.) და უფრო მეტი ბუნებრივი რესურსის მიღების მიზნით მან პრიმიტიული შრომის იარაღებით დაიწყო მიწის დამუშავება.

ადამიანმა ბუნებაზე ძალის გამოყენებით მიაღწია იმას, რომ ბუნებისაგან იღებდა იმაზე მეტ რესურსს ვიდრე ეკოსისტემის კვლავწარმოების ტემპი ამის საშუალებას იძლეოდა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახა ეკოსისტემაზე, ნაციონალურ და მსოფლიო ეკონომიკაზე.

XX ს-ის მეორე ნახევარში აღინიშნა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო ტემპი.

სახალხო მეურნეობის ბევრი დარგი დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების რაოდენობასა და მიწოდების ტემპზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკოლოგიურ კანონზომიერებაზე. განსაკუთრებით XX ს-ის მეორე ნახევარში მსოფლიოში მრეწველობის განვითარებამ ეს დამოკიდებულება სულ უფრო ხშირი და მასშტაბური გახადა.

წინათ ეკონომიკის ბუნებრივი რესურსებით დაკმაყოფილება არ ითვლებოდა, როგორც ეკოლოგიაზე (დამოკიდებულება) ზეწოლა, მაგრამ XX ს-ის მეორე ნახევრიდან ეს დამოკიდებულება უფრო გამოიკვეთა და გამოჩნდა, რომ ეკოლოგიის ზეგავლენა ეკონომიკაზე მჟღავნდება ბუნებაში ადამიანის სამეურნეო მოქმედების ცვლასთან დაკავშირებით.

კაცობრიობის განვითარების საწყის ეტაპზე საზოგადოების ზეწოლა გარემოზე უმნიშვნელო იყო, არ აღინიშნებოდა უარყოფითად. მაგარამ შემდგომ ადამიანის უსაზღვრო და უკონტროლო შეჭრამ ბუნებაში სავალალოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო, რასაც თან მოჰყვა წარმოების ნარჩენების უყურადღებოდ დატოვება, რამაც წარმოქმნა ნაგვის გროვები, რომლებიც დიდ ფართობებს აბინძურებს. შედეგად ვღებულობთ ანთროპოგენული ზემოქმედების ან სტიქიური უბედურების ბუნებრივი სტრუქტურის და ფუნქციონირების მოშლას. ამრიგად დგება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გადაიზრდება ეკოლოგიურ კრიზისში.

ეკოლოგიური კრიზისი არის წონასწორობის დარღვევა ეკოლოგიურ სისტემებში, მისი მახასიათებელია ის, რომ ადამიანი, საზოგადოება და სახელმწიფო უძლურია, შეცვალოს ბუნების გაუარესებისაკენ მიმართული ტენდენცია.

ეკოლოგიური პრობლემების განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათ მჭიდრო  ურთიერთდამოკიდებულებაში, ერთი რომელიმე ბიოლოგიური რგოლის დარღვევას (ჯაჭვური რეაქციით) მოსდევს უარყოფითი შედეგი მოდევნო რგოლებში (მაგ., ორგანული ტიპის საწვავის წვის გამო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მომატება იწვევს კლიმატის ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან, ეს კი ხელს უწყობს დედამიწის მოსახლეობის სიღარიბეს და შიმშილს და ა.შ.).

მრავალი ასეული წელი დასჭირდა იმას, რომ მზიდან შემოსულ და დედამიწის მიერ არეკლილ ენერგიას შორის წონასწორობა დამყარებულიყო, რის შედეგადაც დედამიწაზე ჩამოყალიბდა თანამედროვე კლიმატი.

რაც უფრო მაღალია `სათბური გაზების~ კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე. `სათბური გაზების~ კონცენტრაციის მიხედვით იცვლება კლიმატი (დგება გლობალური დათბობის რეალური საფრთხე).

გლობალურ დათბობას იწვევს ატმოსფეროში ე.წ. `სითბური გაზების~ ემისია, რომლის გააქტიურებასაც ხელს უწყობს ანთროპოგენული ფაქტორი, მაგალითად, როგორიც არის ავტომობილი (თანამედროვე მსოფლიოში 500 მლნ-ზე მეტი ავტომობილია, ერთი ავტომობილი ყოველწლიურად მოიხმარს 4ტ ჟანგბადს და გამოყოფს 1 ტონაზე მეტ მავნე ნივთიერებას; დედამიწაზე, ყოველწლიურად 2 მლრდ ტონა წიაღისეული საწვავი იწვის, რაც 5,5 მლრდ ტ-ს ნახშიროჟანგს გამოყოფს ატმოსფეროში; გარემოს დაბინძურება სოფლის მეურნეობის საწარმოებიდანაც ხდება და ა.შ.). 

გლობალური დათბობა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას იწვევს. ჰაერის ტემპერატურის ზრდა უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. კლიმატის გლობალურ ცვლილებას თან სდევს უამრავი არაორდინალური მოვლენა. ასე მაგ., ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. სწრაფად მატულობს არქტიკის საშუალო წლიური ტემპერატურა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საუკუნის ბოლოსთვის არქტიკა ზაფხულობით ყინულით დაფარული აღარ იქნება. არქტიკისა და გრელანდიის ყინულის დნობის შედეგად ოკეანეში ჩაედინება ცივი წყალი, რომელიც ასუსტებს გოლფსტრიმის თბილ დინებას, რომელსაც სითბო ეკვატორიდან ჩრდილო განედისკენ გადააქვს, შედეგად, ბევრი კუნძული და ნახევარკუნძული წყლით დაიფარება და მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ და მშიერი დარჩება.

ბოლო წლებში დედამიწაზე გახშირდა და გაძლიერდა სითბური ტალღები (სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს), რომელსაც თან სდევს მაღალი სინოტივე (2003 წელს ივნის-აგვისტოში ევროპაში განვითარებული სითბური ტალღები უკიდურესად ცხელი იყო, განსაკუთრებით საფრანგეთში. ამ წელს ~სითბური ტალღების~ შედეგად 37 ათასზე მეტი ევროპელი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი დაახლოებით 14 ათასი ადამიანი, საფრანგეთში, ისინი ძირითადად მარტოხელა მოხუცები იყვნენ).

~სითბურმა ტალღებმა~ სამხრეთ ევროპაში მარცვლეულის უკმარისობა გამოიწვია. ევროკავშირის ქვეყნებში ხორბლის მოსავალი მოსალოდნელზე 10 მლნ ტონით ნაკლები აღმოჩნდა.

აღნიშნული კლიმატური ცვლილებები დედამიწაზე გამოწვეულია დამატებითი კვალსათბურის ეფექტით, რის გამოც 1860 წლიდან ტემპერატურამ აიწია 0,50-0,70 ჩ-ით. კვალსათბურის ეფექტის გამომწვევ გაზებს მიეკუთვნება CO2, N20 და ფრეონი, რომლთა გააქტიურება დაკავშირებულია მრეწველობის განვითარებასთან.

XVIII ს. ბოლოდან ატმოსფეროში მოიმატა CO2 და CH4-ის შემცველობამ. 1960 წლიდან 1990 წლამდე CO2-ის კონცენტრაცია გაიზარდა 315 PPM-დან 350 PPM-მდე. CH4-ის კონცენტრაცია თითქმის გაორკეცდა. CO2-ის დამატებითი ზრდა დაკავშირებულია ძირითადად სათბობის წვასთან, ტყის მოსპობასთან, ჰუმუსის მინერალიზაციასთან და სხვა.

პროგნოზის მიხედვით, თუ ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია 600 PPM-ს მიაღწევს, მაშინ ბიოსფეროს ტემპერატურა 2025 წლისათვის 100 C-ით აიწევს, ხოლო XXI ს-ის ბოლოს - 300 C-ით, ამინდში ცვლილებები გამოიწვევს ექსტრემალური ცხელი დღეების რიცხვის მატებას, გვალვების ხანგრძლივობას, რომელსაც შეცვლის კოკისპირული წვიმები, ქარიშხლები, შტორმები და ა.შ. შეიძლება ნალექების რაოდენობა შემცირდეს ძირითადად მარცვლეულის მომყვან რაიონებში: აშშ, ჩინეთში, ყაზახეთში. მოხდეს ძლიერი გაუდაბნოება აფრიკასა და შიდა აღმოსავლეთში, რაც გახდება ტროპიკული ტყეების დაღუპვის მიზეზი.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის 10C-ით მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია ხორბლის და სიმინდის მოსავლიანობის 30%-ით შემცირება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლება საგრძნობლად შეზღუდავს ამ რეგიონში ტრადიციული ჩაის წარმოებას. ფოთი-სუფსის მონაკვეთზე გამოვლინდა ზღვის დონის ზრდის (წელიწადში 4-5,6 მმ-ით) ტენდენცია, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს ობიექტებს და გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს.  

მსოფლიო ოკეანის დათბობამ განაპირობა წყლის სიღრმული ცირკულაციის გაძლიერება შავ ზღვაში, რის შედეგადაც სანაპირო ზოლმა დაიწია. ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ კი აიწია (ბოლო 70 წლის განმავლობაში 100C-ით), რამაც განაპირობა სარეკრეაციო პერიოდის შემცირება.

გლობალური დათბობა სერიოზულ პროლემებს შეუქმნის ქვეყნის მიწათსარგებლობის.

ბოლო პერიოდში დედამიწაზე მოსახლეობის ზრდამ, ტრანსპორტის განვითრებამ, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციამ, რაც მთავარია, კლიმატის შეცვლამ და სხვა ანთროპოგენულმა ფაქტორებმა მკვეთრად გააფართოვა და გააძლიერა ნიადაგზე ადამიანის ზემოქმედების მასშტაბები, რაც აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ნიადაგს. ნიადაგი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ნაყოფიერებას, აღარ იძლევა მოსავალს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის უვარგისი ხდება, რის გამოც დეგრადირებული მიწები ეთიშება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, მაშინ როდესაც მიწა სიცოცხლის, ხალხთა კეთილდღეობის საფუძველია, მიწის გარეშე ვერ განვითარდება მრეწველობის ვერც ერთი დარგი.

კვლევებმა ცხადყო, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის ტემპის შენელების ძირითადი მიზეზი მიწის რესურსების პოტენციალის კვლავწარმოებისადმი არასაკმარისი ყურადღებაა, რაც იწვევს ნიადაგის დეგრადირებას და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებს.

მსოფლიო მიწათმოქმედებაში მიწის რესურსების დანაკარგისა და ნიადაგის დეგრადაციის შეუქცევადობის მკვეთრად გამოხატულმა ტენდენციამ, აგრეთვე ახალი მიწების ათვისების სიძნელეებმა, და რაც მთავარია სიძვირემ, წინა პლანზე წამოსწია პრობლემა დღეს არსებული მიწების დაცვისა და მათი პროდუქტიულობის ძირეულად გაუმჯობესების შესახებ.

ასეთ დროს ნიადაგის დეგრადაციისაგან დაცვის ერთ-ერთ საიმედო ფაქტორს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება წარმოადგენს, რაც უშუალოდ დაკავშირებულია `სასურსათო უსაფრთხოების~ უზრუნველყოფასთან.

 შიმშილის პრობლემამ დღეისათვის გლობალური ხასიათი მიიღო. სასურსათო უსაფრთხოება განეკუთვნება ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სიცოცხლის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თანამედროვე მსოფლიოსათვის სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია, რადგან მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც.

1995 წელს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში ნათლადაა ჩამოყალიბებული ქვეყნის გარემო ბუნების დაცვის პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემები უნდა გახდეს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური განვითარების საფუძველი.

ამრიგად, ბუნებრივი რესურსების გამოყენების თანამედროვე პრობლემები მოითხოვს ჩვენს განკარგულებაში არსებული რესურსების მოხმარების პოლიტიკის მთლიანად გადასინჯვას.

ეკოლოგიური კატასტროფების პრევენციისათვის  საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი:

1. ბუნებრივი რესურსის ექსპლუატაცია და წარმოების ეკონომიკა უნდა დაექვემდებაროს ეკოლოგიურ მოთხოვნილებათა პრინციპების `ოპტიმალურობას~, `რაციონალური ბუნებათსარგებლობა~ _ `ბუნებათსაგებლობის ღირებულების~ მკაცრ მოთხოვნებს.

2. უნდა შეიცვალოს წარმოების მაკროეკონომიკური მაჩვენებელების ანგარიშსწორება ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიური ზარალის ჩვენებით, რაც ქვეყნის ეკოლოგიურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ანალიზის საშუალებას მოგვცემს.

3. ეკონომიკური ზრდა უნდა მოხდეს ტექნოლოგიის სრულყოფით, მცირენარჩენებიანი ენერგო და რესურსდამზოგი წარმოებით, ნარჩენების გამოყენებით, ბუნებრივი ეკოლოგიური ენერგეტიკის ეკონომიკით. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Матвеева Е., Екологическая политика Евросоюза, Вестник нижнегорского университета, 2010

2. ჩხეიძე თ., ქველაძე ქ., `მიწის რესურსი და მიწათსარგებლობის აქტუალური საკითხები საქართველოში~, 2015, შპს. `ვექტორი 2009~-ის გამომცემლობა.

3. ჩხეიძე თ., ქველაძე ქ., საქართველოს სოფლის მეურნეობა გლობალური დათბობის მოლოდინში – საერთაშორისო ანალიტიკური ჟურნალი `ეკონომისტი~, №3, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2014.

4. ჩხეიძე თ., სასურსათო უსაფ¬რთხოება და მიწის პრი¬¬ვატიზება სა-ქართველოში, ჟ. "სოციალური ეკონომიკა", თბ., 2003, #5.